ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მარინე ჩიტაშვილი

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2005 წლიდან დღემდე არის თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. 1990 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო, Aაკადემიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას თსუ-ში. გახლდათ თსუ ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, აკადემიური დეპარტამენტის დირექტორი. 2010 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამას. მუშაობდა საქართველოს მეთაურის სახელმწიფო აპარატში. 2003 წლიდან დღემდე არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი. გახლავთ 85 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. ბოლო 5 წლის განმავლობაში გახლდათ მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, მომხსენებელი. ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობდა 8 გრანტში, როგორც ხელმძღვანელის, ისე მკვლევარის სტატუსით. გახლდათ თსუ ფსიქოლოგიის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სოციოლოგიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. სამი საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. 2001 წლიდან დღემდე “სოციალურ მეცნიერებათა” სერიის მთავარი რედაქტორი. კითხულობდა ლექციებს ლუნდის, კემბრიჯის, ოქსფორდის, დანიდენისა და ოტაგოს უნივერსიტეტებში, კრეტას მართლმადიდებლურ აკადემიაში, სტენფორდში, ლუბლიანას კათოლიკურ უნივერსიტეტში. 

კონცეფცია

მარინე ჩიტაშვილი კონცეფციის შესავალშივე გვაცნობს ინფორმაციას უცხოელი ექსპერტების მიერ 2004-2011 წლების შეფასების დოკუმენტიდან, რომლის თანახმადაც: ერთი მხრივ აკადემიური რეფორმების მხრივ გააზრებულია პროცესი, (ექვსი ფაკულტეტი, სამ საფეხურიანი სწავლება, ხარისხის უზრუნველყოფის ფორმალიზაცია), მეორე მხრივ სერიოზული ხარვეზებია ადმინისტრირების კუთხით (დუბლირება ფაკულტეტების და ცენტრალური ადმინისტრაციის დანაყოფების, ერთიანი მართვის არარსებობა, სწავლების და ფინანსების განსვლა და ა.შ.); შესაბამისად, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს _ ორგანიზაციული სრულყოფა, სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია სწავლების სამივე საფეხურზე და ხარისხის უზრუნველყოფა გლობალურ აკადემიურ სივრცეში ინტეგრირებისთვის, კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის შესატყვისობა შრომითი ბაზრის მოთხოვნებისადმი, უნივერსიტეტის აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცოდნის გავრცელებისა და ზოგადად განათლების ამაღლებისთვის. კონცეფციაში საუბარია ორგანიზაციული ჩარჩოს ცვლილებასა და მასში სტრატეგიული განვითარებისა და ინსტიტუციური კვლევების ერთეულის შექმნის აუცილებლობაზე; დეცენტრალიზაციასა და ფაკულტეტების მიერ საკუთარი ფინანსების განკარგვის პერსპექტივაზე; ახალი მენეჯმენტის სისტემის დანერგვაზე; გაანალიზებულია უნივერსიტეტის რეიტინგები ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში; პირველი დიდი აკადემიური კონკურსის ჩატარების ვადად კი განსაზღვრულია 2017 წელი. კანდიდატის ხედვით, მანამდე უნივერსიტეტში ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და სამუშაო გეგმაც ამის მიხედვით განისაზღვროს. კონცეფციაში საგანგებოდ ჩერდება ავტორი დოქტორანტურაზე, როგორც სწავლების ყველაზე სუსტ რგოლზე და საუბრობს მისი განვითარების პერსპექტივაზე; აქვე ხაზგასმულია ახალგაზრდა კადრების მოსაზიდად სპეციალური პოლიტიკის შემუშავების აუციებლობა; ცალკე ქვეთავი აქვს დათმობილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის შესატყვისობას შრომით ბაზართან. და ბოლოს - ყველაზე მტკივნეულ საკითხად მარინე ჩიტაშვილი თსუ-ს ავტნომიურობას ასახელებს და, შესაბამისად, მთავარ მიზნადაც უნივერსიტეტის ავტონომიურობის მდგრადი სისტემის შექმნას მიიჩნევს.

პროგრამა - სრული ვერსია