ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გიორგი ბარამიძე

რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. არასამთავრობო ორგანიზაცია “მართალი სამართალი - ღირსებისთვის”. ფილოსფიურ მეცნიერებათა დოქტორი. გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი სხვადასხვა პოზიციაზე 1979-2012 წწ. 2 ორიგინალური, 4 თარგმნილი მონოგრაფიის ავტორი. 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 35 შრომის ავტორი. არის პეტრიწის სახელობის საზოგადოების თანათავმჯდომარე;  აზიური ფილოსოფიის საზოგადოების წევრი. გახლდათ ფილოსოფიაში და სოციოლოგიაში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების თავმჯდომარე, წევრი. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. არის 5 სამეცნიერო გრანტის და პროგრამის მონაწილე. 16 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. 

კონცეფცია

გიორგი ბარამიძის კონცეფცია წინა ხელისუფლების იდეოლოგიის კრიტიკით იწყება; რექტორობის კანდიდატი რეჟიმის მმართველობის მავნე შედეგებზე საუბრობს; შესაბამისად, მისი კონცეფციის პირველი და ამოსავალი ნაწილი „სამართლიანობის აღდგენას“ ეძღვნება: პირველ რიგში კონცეფცია უსამართლოდ დათხოვილი პროფესურის სამსახურში აღდგენას, მათ წინაშე ბოდიშის მოხდას და მათ კომპენსირებას ითვალისწინებს. აქვე აღნიშნულია, რომ ამას არ უნდა ჰქონდეს რევანშისტული ხასიათი და აღდგენილ პროფესურასთან ერთად მუშაობა არსებულმა კადრებმაც უნდა გააგრძელონ - ახალ კონკურსებში კი ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა. 
კონცეფციაში საუბარია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე; ფაკულტეტების ავტონომიურობის უზრუნველყოფაზე - მათ შორის ფინანსურ საკითხებში; აკადემიურ თავისუფლებასა და მიუკერძოებლობაზე; სტუდენტების დისკრიმინაციისა და პროფესურის რეპრესიისთვის საფუძველის გამოცლაზე; ინდივიდუალურ და სპეციალიზირებულ კვლევაზე; იმაზე, რომ თანამშრომლობა არ უნდა იყოს მხოლოდ თანამშრომლობისთვის და აქცენტი მსოფლიოს მაღალრეიტინგულ ცენტრებთან თანამშრომლობაზე უნდა გაკეთდეს. გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ „თანამედროვე უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს საშუალო კლასის მოთხოვნებს და უნდა იყოს არა ელიტური, არამედ მასიური; ამ და სხვა თემებზე ინფორმაციას მის კონცეფციაში უფრო დეტალურად მოიძიებთ. 

პროგრამა - სრული ვერსია