ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ესტონურ გამოცდილებას იზიარებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა. მის შემადგენლობაში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლევან წიქარიძე და ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი მარიამ გოგოჭური გახლდნენ. 
თსუ წარმომადგენლები პროფესიული განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2020 წლის 26-31 იანვარს ესტონეთის „Ida-Virumaa kutsehariduskeskus” პროფესიული განათლების ცენტრს ეწვივნენ. ცენტრი  სამი ქალაქის („Sillamäe, Jõhvi,  Narva-Jõesuu) პროფესიული განათლების სკოლებს აერთიანებს. იგი ესტონეთში ყველაზე დიდია სტუდენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რაოდენობის მიმართულებით. 
შეხვედრა გაიმართა ასევე „Tartu Kutsehariduskeskus” ტარტუს პროფესიული განათლების ცენტრში, რომელსაც ესტონეთში ყველაზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გაცვლითი პროგრამების განხორცილების საქმეში. ვიზიტის  განმავლობაში თსუ წარმომადგენლები პროფესიული განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემების, საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ. 
მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამების პროექტების შექმნის, სასაწავლო პროცესის ორგანიზების ელექტრონული მართვის სისტემის შესამუშავებლად ესტონეთის გამოცდილების გაზიარების და მასწავლებლების გადამზადების საკითხებზე. დაიგეგმა ესტონელი კოლეგების საპასუხო ვიზიტი თსუ-ში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გასაფორმებლად მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოსთვის.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება