ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ბრონქული ასთმის პროგნოზირების მათემატიკური მოდელირება

22 მაისი, 2013
სპეციალისტთა განცხადებით, ბრონქული ასთმის პათოგენეზისა (ავადმყოფობის წარმოშობისა და განვითარების თანამიმდევრობა) და ასთმური შეტევების გამომწვევთა იდენტიფიკაციის მიუხედავად, ამ დაავადების პრევენცია კვლავაც რთულ საკითხად რჩება. ეს თემა მით უფრო აქტუალურია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ბავშვთა ადრეულ ასაკში ბრონქული ასთმის მაჩვენებლებმა იმატა. თსუ მეცნიერთა განმარტებით, ამ მაჩვენებლების ზრდა მრავალი გარე თუ შიდა ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორის გარკვეულ როლს გენეტიკური წინასწარგანწყობაც თამაშობს, რამაც, თავის მხრივ, ბრონქული ასთმის ეკო-გენეტიკური კუთხით შესწავლის აუცილებლობა განაპირობა.
ბავშვებში ბრონქული ასთმის პრევენციული სისტემის შემუშავების თემაზე კვლევა “იმუნოგენეტიკური და კლინიკური მარკერების ავტომატიზირებული რეგისტრის მათემატიკური მოდელირება”, თსუ მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტში 1999-2000 წლებში ჩატარდა.
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის სრული პროფესორის რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძის თქმით, ამK კვლევის შედეგების საფუძველზე, ლაბორატორიული კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესების მიზნით, ამ დროისთვის მისი ხელმძღვანელობით თსუ მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტში ხორციელდება სადოქტორო ნაშრომი, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა პროტეაზ-ინჰიბიტორთა გენეტიკური სისტემის კვლევას ენიჭება.
M”მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვლევის პერიოდიდან დიდი ხანი გავიდა, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე კვლევა აქტუალობას არც დღეისათვის კარგავს. ძალზე ავტორიტეტული მეცნიერები დღეს კვლავ საუბრობენ პრევენციული მოდელის შემუშავების აუცილებლობაზე. მათ შორის არის ცნობლი გერმანელი პედიატრი პროფესორი ულრიხ ვანიც, რომელიც ასთმის ე.წ. გაიდლაინის PRACTALL (PRACTICING ALLERGOLOGY), ალერგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიის (EAACI) და ალერგიის, ასთმის და იმუნოლოგიის ამერიკის აკადემიის (AAAAI) ბაზაზე შექმნილი დოკუმენტის ავტორია. ამ დოკუმენტის არსებითი მესიჯია ის, რომ ”გამოიკვეთა აუცილებლობა შემუშავდეს თერაპიული მოდელი ინიციატივისა, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, ასთმის მსგავსი სიმპტომების განვითარებამდე, სუნთქვის დისფუნქციის პრევენციას განაპირობებს” _ აცხადებს კვლევის ავტორი.
ამ კვლევის პერიოდში შესწავლილი იქნა 184 ოჯახი. მათ შორის: 171 _ 6-დან 18 წლამდე ბავშვი ბრონქული ასთმით, 26 და-ძმა და 295 მშობელი. ალერგიული ანამნეზი და პაციენტთა იმონოლოგიური სტატუსი შეისწავლებოდა საყოველთაოდ მიღებული სპეციალური კითხვარის გამოყენებით. სხვა გამოკვლევებთან ერთად მათ ჩაუტარდათ ტესტირება ალერგიულობაზეც. გამოყენებულ იქნა კლინიკურ-გენეოლოგიური მეთოდი, რომელიც ოჯახთა საგვარტომო ნუსხის (გენეოლოგიური ხის) შესწავლას გულისხმობს და სხვა.
კითხვარისა და სამედიცინო შემოწმების საფუძველზე 184 ადამიანს დაუდგინდა კლინიკურად დადასტურებული ბრონქული ასთმა სხვადასხვა სიმძიმის ფორმით. მათ შორის 119 მამრობითი და 55 მდედრობითი სქესის წარმოამდგნელები იყვნენ.
ამ პაციენტების 32,7% ჰქონდა ბრონქული ასთმა მძიმე ფორმით, 62,2%-ს მართვად და 4,7%-ს _ მსუბუქ ფორმებში. იგივე ჯგუფის კვლევამ დაადასტურა პაციენტებში ბრონქული ასთმის განმაპირობებელი ყველა წინასწარი პირობის არსებობა. მათ შორის არის ატოპიური დერმატიტი, კვებითი და მედიკამენტური ალერგიები, ასფიქსია ახალშობილობის პერიოდში და ა.შ. გამოსაკვლევ ჯგუფს ახასიათებდა შემდეგი ფენოტიპური თავისებურებები: წონის მაღალი ინდექსი დაბადების მომენტისთვის (სხეულის მასისა და სიგრძის შეფარდება) ღია ფერის თმა და თვალები და ა.შ.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებში ალერგიული პათოლოგიის პრევენციის, ისე უკვე ჩამოყალიბებული ალერგიული დაავადების კეთილსაიმედოდ წარმართვის და მკურნალობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. გენეტიკური მარკერების (სისხლის ელემენტისა და პლაზმისთვის დამახასიათებელი ნიშან_თვისებები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდების გენეტიკური ფენოტიპირებისთვის) კვლევას აქვს მეცნიერული მნიშვნელობა გენოგეოგრაფიის (სხვადასხვა ანთროპო პოპულაციების მიერ მათთვის დამახასიათებელი გენეტიკური მარკერების შესწავლა) მხრივაც.
რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძის თქმით, კვლევის ძირითადი მიგნება გენეტიკური მარკერების ინტეგრალური (რამდენიმე მარკერის ერთდროული) შესწავლა ალერგიული პათოლოგიის პროგნოზირების მათემატიკური მოდელირების საშუალებით, ასთმის პრევენციის ან მართვის ოპტიმიზაციის მიზნით. მათემატიკური მოდელირება კვლევის შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შექმნილ კომპიუტერულ სისტემას წარმოადგენს, რომელშიც პაციენტის მონაცემების შეყვანის შემდეგ ზუსტი პროგნოზის მიღებაა შესაძლებელი.
“ბრონქული ასთმა, საერთოდ ალერგია, ყველაზე მეტად ბავშვთა ასაკში ვლინდება. სწორედ ამ დროს არის საჭირო მისი პრევენცია. შესაძლებელია ასთმის კონტროლი იმგვარად, რომ იგი მძიმე ფორმით არ ჩამოყალიბდეს. პრევენციულ სისტემაში რისკ-ფაქტორებთან ერთად გენეტიკური ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. ასთმის მარკერებია: ქერა თმები, ცისფერი თვალები, ცაციობა, პროტეაზ-ინჰიბიტორის ოდენობა და აშ. საერთოდ, გენის მხოლოდ პოლიგენური (მულტიფაქტორული) დეფექტი ვერ წარმოშობს ასთმას თუ მას არ დაემატა სხვა ფაქტორები, მაგალითად, ალერგია საკვებ პროდუქტებზე და ამავე დროს მათი მიღება, მეტეოფაქტორები და სხვა. ასთმა კარგა ხნის მანძილზე არ იყო აღიარებული ანთებით დაავადებად, რის გამოც მისი ჯეროვანი მკურნალობა არ ხდებოდა. Gგაურკვეველი იყო თუ რატომ მატულობდა ანთების ფაზის ცილა ამ დროს, რადგან ასთმა ალერგიად და არა ანთებად მიიჩნეოდა. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, ასთმა ალერგიული ანთება ყოფილა. პროტეაზ-ინჰიბიტორების მომატებას ანთებითი პროცესი განაპირობებს, რაც ჭეშმარიტი გენეტიკური მარკერია. თუმცა, ასთმის პროგნოზირებისთვის მხოლოდ პროტეაზ-ინჰიბიტორების რაოდენობრივი მაჩვენებლები არაა საკმარისი. ჩემს მიერ შესწავლილ ჯგუფში ასთმის მხოლოდ 2% იყო პროტეაზ-ინჰიბიტორების დეფიციტით განპირობებული” _ განმარტავს რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე.
 კვლევის საფუძველზე, განსაზღვრულია ერითროციტული, ფენოტიპური, მორფოლოგიური, გენოტიპური მარკერების ერთობლიობა და ბრონქული ასთმის რისკ ფაქტორები. თუმცა, მედიკოსის განმარტებით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, თუ რა ხვედრითი წილი მოდის თითოეულზე. მაგალითად, თუ ატოპიური დერმატიტი პაციენტს ახალშობილობის პერიოდიდან აქვს, ეს სერიოზულ რისკ-ფაქტორად ითვლება. Yყველაზე მოსახერხებელი, მისი თქმით, კვლევის შედეგად შექმნილი კომპიუტერული სისტემის ფორმალიზებული ბარათის შემუშავებით არის შესაძლებელი, რომელშიცD დიაგნოსტიკური მნიშვნელობის ინფორმატიული კლინიკური ნიშნები და გენეტიკური მარკერები ფიქსირდება.Kკვლევის შედეგების პრეზენტაცია იტალიაში მოლეკულური ალერგოლოგიის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე 2007 წელს მოხდა; (Pროტეასე Iნჰიბიტორს Gენეტიც შყსტემ ანდ Iმმუნოლოგიცალ Iნდეხეს ინ ჩჰილდრენ წიტჰ Bრონცჰიალ Aსტჰმა.//2-ნდ Iნტერნატიონალ შყმპოსიუმ ონ Mოლეცულარ Aლლერგოლოგყ, Iტალყ, ღომე, Aპრილ 22-24, 2007.)
გარდა ამისა გამოქვეყნდა ჟურნალსა და კრებულში: Иммуногенетическое прогнозирование эффективной терапии бронхиальной астмы у детей//«Iნტერასტმა 98», VIII Национальный Конгресс по болезням органов дыхания, Европейская респираторная школа, Сборник резюме, Москва, 1998; Автоматизированная система прогнозирования мультифакториальной патологии в клинической аллергологии и стоматологии//“Iნტერნატიონალ ჟოურნალ Iმმუნორეჰაბილიტატიონ”, 2002.
ლაბორატორიული კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესების მიზნით დაწყებულია ახალი კვლევა, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა პროტეაზ-ინჰიბიტორთა გენეტიკური სისტემის შესწავლას ენიჭება.

სხვა სტატიები »