ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ - ლიდერი სამეცნიერო ცენტრი საქართველოში

თსუ - ლიდერი სამეცნიერო ცენტრი საქართველოში
21 მარტი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ არ თმობს ლიდერის პოზიციებს საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის. 2012 წლის სამეცნიერო კონკურსების შედეგებმა, რომლის ნაწილიც ამ დღეებში გახდა ცნობილი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა. სტატისტიკა მოწმობს, რომ თსუ-მ გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების მიხედვით ყველა უნივერსიტეტს მნიშვნელოვნად გაუსწრო. ეს გამარჯვება თსუ მეცნიერებსა და სტუდენტებს სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის მეტ საშუალებას უჩენს და უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობის მაღალ სტანდარტზე მოწმობს.

კონკურსების შედეგები ასე გამოიყურება: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგები:  სულ დაფინანსდა 38 პროექტი, აქედან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი _ 18 პროექტი,  საქართველოს ტექნიკური უნივერ-სიტეტი _ 7 პროექტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი _ 4 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი _ 2 პროექტი, დანარჩენი 7 გრანტიდან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სა-მეცნიერო გრანტების 2012 წლ-ის კონკურსის შედეგები: სულ დაფინანსდა 94 პროექტი, აქე-დან თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტი  _ 42 (39-ში წამყვანი, 3-ში თანამონაწილე) პროექტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი _ 14 პროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი _ 11 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი _ 7 პროექტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტური ბიომედიცინის ცენტრი _ 4 პროექტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი _ 3 პროექტი, ქუთაი-სის წერეთელის უნივერსიტეტი _ 2 პროექტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი _ 2 პროექტი, ეროვნული მუზეუმი _ 2 პროექტი, დანარჩენი 10-დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა.
უცხოეთში მოღვაწე თანამემა-მულეთა მონაწილეობით ერთო-ბლივი კვლევებისათვის სახელმ-წიფო გრანტების კონკურსში სულ დაფინანსდა 23 პროექტი, აქედან თსუ _ 11 პროექტი, ილია _ 5 პროექტი, დანარჩენი 7 _ დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა.
უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრისა და სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამო-ცხადებულ ერთობლივ კონკურსში  სულ დაფინანსდა 11 პროექტი, აქედან თსუ _ 5 პროექტი, აგრარული 2 პროექტი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ს/კ ცენტრი 2 პრო-ექტი, ილია და სამედიცინო უნი-ვერსიტეტი _ 1 პროექტი.
2012 წელს გამოცხადებული სა-გრანტო კონკურსის _ პრეზიდენ-ტის სამეცნიერო გრანტები ახალ-გაზრდა მეცნიერთათვის სულ  დაფი-ნანსებული 77 პროექტიდან, თსუ-ს ეკუთვნის 30 პროექტი.
`ახალგაზრდა მეცნიერთა უც-ხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების” კონკურსში საგრანტო დაფინანსება მიიღო 33-მა პროექტმა, აქედან თსუ-დან გამარჯვებული გახლავთ 17 პროექტი.

სხვა სტატიები »