ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი თსუ-ში

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი თსუ-ში
21 აპრილი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაფუძნდა. ინსტიტუტის მიზანია, ადმინისტრაციული მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარება-ხელშეწყობა,  ასევე, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროსათვის მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული რეკომენდაციების გაწევა, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ინსტიტუტის დაფუძნება თსუ-სა და ქ. შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია.

ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  საქართველოს მთავრობა (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ) და გერმა-ნიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიე-რებათა უნივერსიტეტი. ინსტიტუტის საქმი-ანობის ფარგლებში და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გან-ხორციელდება: სასწავლო პროგრამები; უკვე დასაქმებული პრაქტიკოსების გადამზადების პროგრამა; საზაფხულო სკოლები; სემინარები; კონფერენციები; ტრეინინგები; კვლევებზე დაფუძნებული გადამზადება; რეგიონალური, ადგილობრივი და სახელმწიფო მოხელეების ორგანიზაციული განვითარება; კვლევითი გაცვლითი პროგრამები; სამეცნიერო შეხვე-დრები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული სამართლისა და საჯარო მმართველობის წინსვლასა და განვითარებას.
თანამშრომლობის უკვე არსებული გამოცდილება ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმა-ტებული საქმიანობის იმედს იძლევა: თბილისის სახელ-მწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ქ. შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერე-ბათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ინტერ-დისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პრო-გრამა „საჯარო მმართველობა“  2009 წლის დეკემბრიდან ხორციელდება. პროგრამა ემსახურება მომავალი საჯარო მოხელეების მომზადებას, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან საკუთარ მოვალეობებსა და თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების მოთხოვნებს. სასწავლო პროგრამა მოდულარულად 2 წელიწადზე არის გაწერი-ლი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ძირითადი ლექციების “ტანდემ-ფორმატში” განხორციე-ლება, რაც გულისხმობს ევროპელი და ქართველი პროფესორების მიერ ერთობლივი სალექციო კურსების მომზადებასა და ჩატარებას. თსუ პროგრამაზე ლექციებს კითხულობენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და პროფესორები, როგორებიც არიან კარლ-პეტერ ზო-მერმანი, ანდრეას კნორი, ჰერმან ჰილი და ულრიხ შტელკენსი, რომელთა პროფესიონალიზმის შესახებ ცნობილია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გერმანელ პროფესორებს პარტნიორობას უწევდნენ და უწევენ ისეთი ქართველი მეცნიერები თუ პრაქტიკოსი პირები, როგორებიც არიან, პაატა ტურავა, დავით ნარმანია, ირაკლი კობახიძე, მაია კოპალეიშვილი, ნანი მაჭარაშვილი და სხვები.
პროგრამა გათვლილია როგორც სტუდენტებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებიც უკვე მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამის პირველი წლის ბოლოს  განსაზღვრულია სტუდენტთა ორთვიანი პრაქტიკა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში. ხოლო მეორე წლის ბოლოს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ასევე ორთვიანი პრაქტიკა გაიარონ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ინსტიტუციაში. პროგრამის პირველი ნა-კადის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ გერმანიაში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში პრაქტიკებზე: გერმანიის ფედერალური კონტროლის პალატა ქ. ბონი, ქ. მაინცის იუსტიციის სამინისტრო, ქ. ბერლინი ეკონომიკის სამინისტრო, ქ. ბერლინი საქართველოს საკონსულო და ა.შ. უცხოეთის პრაქტიკების შემდგომ, სტუდენტები 2 კვირით მიწვეულნი არიან ქ. შპაიერში, საზაფხულო სკოლაში. პროგრამის სრულ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ფოლკსვაგენის ფონდი“ - „Volkswagenstiftung“, აქ იგულისხმება უცხოელი ლექტორების ჩამოსვლისა და ჰონორარების უზრუნველყოფა, ყველა სტუდენტის საზაფხულო სკოლისა თუ უცხოეთის პრაქტიკებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და პროგრამის სხვა საორგანიზაციო საკითხების ფინანსური მხარდაჭერა. გარდა ზემო-აღნიშნული სამაგისტრო პროგრამისა, ქ. შპაიერთან თანამშრომლობის საფუძველზე ხდება უკვე პრაქტიკოსი იურისტების თუ საჯარო მოხელეების სტიპენდიების დაფინანსება ქ. შპაიერში სამეცნიერო კვლევების განსა-ხორციელებლად. ამ პროექტის ფარგლებში, 2011 წელს ორმა, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე სამმა პიროვნებამ მოიპოვა სამთვიანი სტიპენდია.

სხვა სტატიები »