ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ფრანგი მეცნიერების ვიზიტი თსუ-ში

ფრანგი მეცნიერების ვიზიტი თსუ-ში
29 ოქტომბერი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ფრანგი მეცნიერები ახილე სტოჩი  (Achille Stocchi) და სერგეი ბარსუკი (Sergey Barsuk) ეწვივნენ. ახილე სტოჩმა წაიკითხა ლექციას: „საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS)  ორსეს ახალი  მულტი-პროფილური ლაბორატორია”.
ფრანგი მეცნიერების ვიზიტის ძირითადი მიზანს ქართველი კოლეგებისთვის ორსეს ლაბორატორიის სამეცნიერო საქმიანობის გაცნობა, ქართულ-ფრანგული სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ტრანსევროპული სკოლის საქართველოში გამართვის შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა.  
ახილე სტოჩი საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ერთ-ერთი მთავარი ლაბორატორიის,  კერძოდ კი, ორსეს წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორიის (LAL-Orsay) დირექტორი და პარიზ-XI უნივერსიტეტის პროფესორია (Paris XI, Paris-Sud).  სერგეი ბარსუკი კი ამავე ლაბორატორიის წამყვანი მკვლევარი, განყოფილების გამგე და ამავდროულად პარიზ-XI უნივერსიტეტის პროფესორი

სხვა სტატიები »