ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

სკოლის მოსწავლეები გრაკლიან გორაზე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ

სკოლის მოსწავლეები გრაკლიან გორაზე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ
28 ოქტომბერი, 2019
თსუ სტუდენტების სამეცნიერო პრაქტიკის ბაზაზე, გრაკლიან გორაზე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში შედგა. თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა სკოლის მოსწავლეებს გრაკლიან გორაზე არსებული მუზეუმი დაათვალიერებინა, ჩაუტარა ლექცია საქართველოს არქეოლოგიის შესახებ, აჩვენა გათხრების შედეგად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს არქეოლოგიურ გათხრებში.
„ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან არქეოლოგიით. მნიშვნელოვანია, რომ ინტერესის გაღვივება სკოლის ასაკიდან ხდება. ვფიქრობ,  ღონისძიების მონაწილეებს მოეწონათ ისეთი ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლზე ახალ აღმოჩენებში მონაწილეობა, როგორიც გრაკლიანი გორაა. მათ თავად მოიპოვეს არტეფაქტები და თავადვე მიუჩინეს ადგილი საცავში”, - აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ახლადაღმოჩენილი სამარხები, მონაწილეობა მიიღეს თიხის ჭურჭლის რესტავრაციაში, გაეცნენ არქეოლოგიური გათხრების თავისებურებებს.
სხვა სტატიები »