ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

EPL ქართველ მეცნიერს ჟურნალის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობას უხდის

EPL ქართველ მეცნიერს ჟურნალის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობას უხდის
10 თებერვალი, 2017
საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი EPL (Europhysics Letters) ქართველ მეცნიერს ჟურნალის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობას უხდის. 

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ნოდარ ცინცაძემ EPL–ის A LETTERS JOURNAL EXPLORING THE FRONTIERS OF PHYSICS სარედაქციო ბორდისაგან მადლობის წერილი მიიღო, სადაც ბორდის სახელით გამოთქმული იყო სურვილი, რომ თანამშრომლობა 2017 წელსაც გაგრძელდეს. 

EPL (Europhysics Letters) არის გამოცემა, სადაც ფიზიკოსთა 17 ევროპულ საზოგადოებასთან ერთობლივი თანამშრომლობით, ევროპელ ფიზიკოსთა საზოგადოების სამეცნიერო მეთვალყურეობით, ქვეყნდება ორიგინალური, მაღალი ხარისხის წერილები ფიზიკის ყველა სფეროში, კონდენსირებული სფეროების და დისციპლინათაშორის კვლევებით დაწყებული, ასტორფიზიკაში, გეოფიზიკაში, პლაზმის და თერმობირთვულის ფიზიკის მეცნიერებებით დამთავრებული. 

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე არის პლაზმის ფიზიკის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლის შემქნელი საქართველოში, 300-ზე მეტი სამეცნიერო  ნაშრომის მათ შორის მსოფლიო დონის მეცნიერებთან ერთობლივად შექმნილი პუბლიკაციების ავტორი. მეცნიერი დღემდე აქტიურად აგრძელებს თავისი კვლევების თაობაზე მასალების გამოქვეყნებას საერთაშორისო, იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში. 

აღსანიშნავია, რომ ნოდარ ცინცაძის მიერ შემუშვებული სრულიად ახალი იდეით რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას. მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი, ინტენსიურად გამოიყენება საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა მის მიერ EPL-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომელთაგან მისი შეფასებით 2008-2009 წლებში გამოქვეყნებული სტატიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. 

სხვა სტატიები »