ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს დოქტორანტმა კაროლინ ადამსის სახელობის პრემია მოიპოვა

თსუ-ს დოქტორანტმა კაროლინ ადამსის სახელობის პრემია მოიპოვა
16 დეკემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტისა და კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტის, გიორგი ამირანაშვილის, ინგლისურენოვანმა ესემ – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასაქმებულები საქართველოში: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“ – გაიმარჯვა კაროლინ ადამსის სახელობის პრემიის მოპოვების 2016 წლის კონკურსში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ორგანიზაცია „აკადემიური კვლევების მეგობრები საქართველოში“ (FaRiG).

FaRiG ყოველ წელს გასცემს კვლევით გრანტს ქართველ მეცნიერებზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევებში, ასევე ეხმარება ახალგაზრდა მეცნიერებს  სტატიების საზღვარგარეთ გამოქვეყნებაში. კაროლინ ადამსის ესეს პრიზის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მეცნიერებს, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ საერთაშორისო აკადემიურ კვლევასთან.

გიორგი ამირანაშვილის ესეს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
სხვა სტატიები »