ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

30 ივნისი, 2015
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო დონეზე უდიდეს წარმატებას მიაღწია - ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიამ (IABE) ნომინაციაში „გამორჩეული კვლევის ცენტრის" ჯილდო მეორე ადგილი თსუ-ს მიანიჭა.  ჯილდო სამ გამარჯვებულს გადაეცა - პირველ ადგილზეა იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი (ლინცი, ავსტრია), მესამე ადგილზე კი აშშ-ის ფროსტბურგის სახლემწიფო უნივერსიტეტია.

ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის  შეფასებით, 2015 წლის რომის კონფერენციაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა გამოირჩევა მაღალი ხარისხით და გამოხატავს სწრაფვას ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს განვითარებისთვის.

საერთაშორისო აკადემია (IABE) აკადემიურ მკვლევართა, ბიზნესის მენეჯერთა, სტუდენტებისა და ბიზნესში საჯარო პოლიტიკის წარმმართველთა გლობალური ორგანიზაციაა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერთა,იდეების, კვლევებისა და სწავლების მეთოდების, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ხალხების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ამ მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია ატარებს კონფერენციებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. ორგანიზაცია გამოსცემს რეფერირებად ჟურნალებს.

სხვა სტატიები »