ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სპექტაკლის „დოდოს მოლოდინში“ პრემიერა

23 მაისი, 2013
30 მაისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „დოდოს მოლოდინში“ პრემიერა გაიმართება. უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი საიუბილეო წლის ფარგლებში განხორციელდა. სპექტაკლი უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა რეჟისორ გიორგი გომურაშვილის ხელმძღვანელობით დადგა. დათო ტურაშვილის პიესა პროექტის „9 პიესა ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელიც გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში გასულ წელს შეიქმნა.
პიესა ასახავს ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას საბერძნეთში და მოგვითხრობს ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი საქართველოში დარჩენილი ოჯახების ისტორიებს.

სხვა სტატიები »