ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ფესტივალი `ოქროს საწმისი”

23 მაისი, 2013
2013 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან თვენახევრის განმავლობაში თსუ და თბილისის კლასიკური გიმნაზია ფესტივალის “ოქროს საწმისის” მასპინძლები იყვნენ. ფესტივალმა ბერძნული ლიტერატურისა და საბერძნეთის მოყვარულები გააერთიანა და მოსწავლეებსა და სტუდენტებს საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობაც მისცა. 
ქართულ-ბერძნული საგანმანათ-ლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2013 წელს დაფუძნდა. ინიციატორები იყვნენ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური  ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების  ფონდი და თბილისის კლასიკური გიმნაზია. ფესტივალში ჩართულები იყვნენ დედაქალაქის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მასში მონაწილეობა მიიღო 40-მდე სკოლის 280-მა მოსწავლემ.
„ოქროს საწმისი“ ემსახურება ანტიკური, ბიზანტიური და თანამედროვე ბერძნული კულტურის გავრცელება-პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში.
ფესტივალი თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კერძოდ, კონკურსები ლიტერატურასა და პოეზიაში, ხატვასა და ძერწვაში, ცეკვასა და სიმღერაში. აგრეთვე დაიდგა თეატრალური წარმოდგენები, ჩატარდა ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში. 45 მოხსენებიდან გამოვლინდა 9 საუკეთესო, რომელიც გამოქვეყნდა ბროშურის სახით „მოსწავლეთა საკონფერენციო თემები“, რომელიც დაბეჭდა  თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  ინსტიტუტი გამომცემლობა  „ლოგოსმა“.
ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდდნენ სხვადასხვა პრიზებითა და სიგელებით. გარდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ქ. თბილისის კლასიკური გიმნაზიისა, ფესტივალის გამართვაში აქტიური წვლილი მიუძღვით „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ პროგრამის წევრებს ნინო ბადაშვილსა და თამარ ცხვედიანს, ასევე, საბერძნეთის საელჩოს და მელანა მერკურის საბერძნეთის ფონდს. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის რისმაგ გორდეზიანის თქმით: ეს ფესტივალი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია უნივერსიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის. ამიტომ ძალიან ლოგიკურია რომ ფესტივალი გაიხსნა კლასიკურ გიმნაზიაში და დასრულდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  ინსტიტუტში. ჩვენი ორგანიზატორებით გადაწყვეტილებით ფესტივალი გახდება ყოველწლიური და მიიღებს ტრადიციულ ხასიათს”.

სხვა სტატიები »