ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გამომცემლობა "საუნჯეს" შორის

15 აპრილი, 2013
15 აპრილს ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობა „საუნჯეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და გამომცემლობის დირექტორმა ვაჟა წოწკოლაურმა მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამომცემლობა „საუნჯის“ გამოცემებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მრავალმილიონიანი  წიგნადი ფონდი შეივსება. ამით სტუდენტებისთვის ახალგამოცემული წიგნები ხელმისაწვდომი გახდება“.
„გამომცემლობა „საუნჯე“ ყველა ახალი გამოცემის რამდენიმე ეგზემპლარს თსუ-ს გადასცემს. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ამ წიგნებს სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მივაწვდით“,- აღნიშნა გამომცემლობის დირექტორმა ვაჟა წოწკოლაურმა.
ხელშეკრულების თანახმად, გამომცემლობა „საუნჯე“ ყველა საინტერესო ახალი გამოცემის თითო ეგზემპლარს გადასცემს უნივერსიტეტს; თსუ სტუდენტებისა და პერსონალისთვის წიგნების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს სპეციალური ფასდაკლებებით. უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს გამომცემლობის ახალი გამოცემების პრეზენტაციას.
სხვა სტატიები »