ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თსუ-ში

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თსუ-ში
15 აპრილი, 2013
„მივესალმები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და სხვა უმაღლესი სასწავლებელების წარმომადგენლებს.  ჩემთვის დიდი პატივია გესაუბროთ საქართველოს ყველაზე დიდ და ძველ უნივერსიტეტში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.… თუ კარგი განათლება გაქვს, კარგი სამსახურის შოვნის დიდი შანსი გაქვს; შესაბამისად, საზოგადოებისთვის კარგ საქმეს გააკეთებ და, საბოლოო ჯამში, ეს სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას.“ – განათლების მნიშვნელობასა და სხვა საკითხებზე სტუდენტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ტარა სონენშაინი ესაუბრა. მაღალი რანგის სტუმარი   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 15 აპრილს ეწვია.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც სახელმწიფო მდივ-ნის მოადგილე სტუდენტებს ესაუბრა,  დემოკრატიულ საზო-გადოებაში მედიის როლი და გამოხატვის თავისუფლება იყო. „სწორი, მიუკერძოებელი და გაწონასწორებული ინფორმა-ცია ჟანგბადია თავისუფალი და ცივილიზებული საზოგადოების-თვის; მისით ცოცხლობს და სუნთქავს დემოკრატია. პროგრესი ქართულ მედიაში ნამდვილად  საგრძნობია. ძალიან უნდა გეა-მაყებოდეთ იმ პროგრესის, რასაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია.  რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, მაგრამ არსებობს მარტივი გზა - კრიტიკული აზ-როვნებისთვის ყოველთვის გახს-ნილი გქონდეთ გონება. უნდა გაუმჯობესდეს საზოგადოების ხელმისაწვდომობა ახალი ამბები-სადმი და, საერთოდ, მედიი-სადმი. საჭიროა კიდევ მეტი გამჭვირვალობა.  ყველა ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს სურთ საკუთარი მედია ჰყავდეს. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია, როცა მედიასაშუალებები მისი მფ-ლობელებისგან, პოლიტიკისგან აბსოლუტურად გამიჯნულია. მე-დია აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. მედიის თავისუფლება საზოგადოების სიძლიერის ერთ-ერთი სვეტია, საყრდენია.“ - განა-ცხადა ტარა სონენშაინმა სტუ-დენტებთან შეხვედრისას.
სახელმწიფო მდივნის მოად-გილემ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზეც გააკეთა კომენ-ტარი: „ჩვენ ვართ მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და ეს გაგრძელდება თაობების მანძილზე. მხარს ვუჭერ საქართველოს დემოკრატიის პროგრამას. ხაზი მინდა გავუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას განათლების სფე-როში, ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნე-ლობას… ჩვენ ვმუშაობთ, რომ თქვენგან ვისწავლოთ და თქვენ კი ჩვენგან ისწავლოთ.“
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „თბი-ლისის სახელმწიფო უნივერსიტე-ტისთვის საპატიოა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტარა სო-ნენშაინის ვიზიტი,  რომლის ინი-ციატივითაც სტუდენტებთან  საინ-ტერესო შეხვედრა გაიმართა. თსუ-ში რამდენიმე გაცვლითი პროგრამა არსებობს, მაგრამ საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდ-გომა. ამ კუთხით განათლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი პრაქტიკული მნი-შვნელობის იქნება“. თსუ-ში სტუმრობამდე აშშ-ის სახელ-მწიფო მდივნის მოადგილემ სახალხო დიპლომატიისა და საზო-გადოებასთან ურთიერთობის სა-კითხებში ტარა სონენშაინმა და საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოში ფულ-ბრაიტის სტიპენდიის გაფართოებას ითვალისწინებს.  შეხვედრის დასა-სრულს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სახალხო დიპ-ლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ტარა სონენშაინს და საქართველოში აშშ ელჩს რიჩარდ ნორლანდს სამა-ხსოვრო საჩუქრები გადასცა.

სხვა სტატიები »