ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები სტაჟირებას "რუსთავი 2"-ში გაივლიან

18 აპრილი, 2013
18 აპრილს ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს შეხვდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინიციატივით, საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ტელეკომპანიაში სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების პირველ ეტაპზე სტუდენტებს დამკვირვებლების სტატუსი ექნებათ. ისინი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დაადგინონ, თუ რომელი მიმართულებაა მათთვის ყველაზე საინტერესო.
პროგრამა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული.
პროექტი სამი თვის მანძილზე გაგრძელდება და სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტუდენტებს თსუ-სა და „რუსთავი2-ის“ ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემათ და ტელეკომპანიაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა მიეცემათ. სტაჟირების პროგრამის გარდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უნივერსიტეტის სტუდენდებისთვის სტიპენდიის დაწესებას გეგმავს. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის რეპორტაჟების კონკურსი ჩატარდება და საუკეთესო რეპორტაჟის ავტორი სტიპენდიით დაჯილდოვდება და მისი რეპორტაჟი „კურიერი P.S“-ში გავა.

სხვა სტატიები »