ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტთა კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება თსუ-ში

22 აპრილი, 2013
22 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში თსუ-ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. ფაკულტეტის დეკანებისა და სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონფერენციო ჟიური სექციების მიხედვით ატარებს კონფერენციას და შემდგომ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტთა შორის გამარჯვებულს გამოავლენს.
კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომები თსუ-ს ყოველწლიურ გამოცემაში - სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში დაიბეჭდება.
სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია 2012 წლის 17-23 დეკემბერს გაიმართა. მასში 21 დარგობრივ სექციაში თსუ-ს სამასამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) 87 გამარჯვებული გამოავლინა.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება.


სხვა სტატიები »