ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე
28 ოქტომბერი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე მოეწყო. პირველი კორპუსის ეზოში ოკუპაცური თერაპიის სამეცნიერო შოუ გაიმართა. მოეწყო დამხმარე საშუალებების გამოფენა, მოხდა სიტუაციების მოდელირება, რომელშიც დამსწრე საზოგადოებას ინტერაქტიული ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.  სამეცნიერო შოუს მიზანს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამის - ოკუპაციუირ თერაპიის  პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ასევე მოეწყო ფსიქოლაბის შემეცნებით-ექსპერიმენტული ტური. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ: ენახათ ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული, ყველადროის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტები  და თავად მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობაში. 
პროექტის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო შოუ, რომლის ფარგლებშიც დამსწრე აუდიტორია გაეცნო განათლების მეცნიერებათა რამდენიმე თემატურ პროგრამას ქართულში, ბიოლოგიაში, მათემატიკასა და ხელოვნებაში.

სხვა სტატიები »