ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტი სამართავად თსუ-ს გადმოეცა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტი სამართავად თსუ-ს გადმოეცა
27 ივნისი, 2019
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ-ის სამართლის პროგრამა) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“/ USAID-PROLOG – Promoting Rule of Law in Georgia Activity, თანამშრომლობით დაფუძნებული გამოცემა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“ სამართავად თსუ იურიდიულ ფაკულტეტს გადმოეცა, ამ საკითხის თაობაზე 2019 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის საგანგებო მემორანდუმი გაფორმდა. კომენტარის მმართველად თსუ იურიდიული ფაკულტეტი საჯარო კონკურსის გზით შეირჩა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენილ იქნა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის“ მე-2 წიგნის უახლესი გამოცემა და ასევე, GIძ-ის სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული სასწავლო-პრაქტიკული სახელმძღვანელო „სანივთო სამართლის კაზუსების კრებული“. ღონისძიებას „ბიბლუსი გალერეამ” უმასპინძლა.

სხვა სტატიები »