ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დასაქმების ფორუმი თსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

დასაქმების ფორუმი თსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის
28 ივნისი, 2019
28 მაისს თსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომპანიებმა ბაზარზე არსებული რეალური ვაკანსიები შესთავაზეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორუმში 50-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის: თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა, იუსტიციის სახლი, „ნიკორა“, „დომინო“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „გუდვილი“, „კარფური“, „Paul“, „Palais de The”, „Yves Rocher”, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, BDO, „ვენდისი“, „დანკინი“, „პსპ დაზღვევა“ და სხვ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ვაკანსიების გაცნობის შემდეგ, დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ სპეციალისტების ლექციები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე მოისმინეს.
დავით ბაბალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი თქმით, სტუდენტებისთვის დასაქმება ძალიან რთულია, დასაქმების ფორუმი კი ამის ძალიან კარგ შანსს იძლევა. „ძალიან მომწონს დღევანდელი ფორუმი, რადგან ეს სტუდენტებს დასაქმების საშუალებას აძლევს. მსგავსი ფორუმები ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა სტუდენტებს თავის გამოვლენის შანსი მიეცეთ”, - აღნიშნავს სტუდენტი. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა დასაქმების ფორუმს ყოველწლიურად ატარებს, რაც სტუდენტებს კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

სხვა სტატიები »