ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ გუნდი ჟან პიქტეს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია

თსუ გუნდი ჟან პიქტეს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია
22 მარტი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების გუნდი 2019 წლის ჟან პიქტეს სახელობის კონკურსის ნახევარფინალშია. კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროს ყოველწლიური სტუდენტური შეჯიბრია, რომლისთვისაც მსოფლიოს მასშტაბით ხდება მონაწილეთა შერჩევა. 

წელს კონკურსი ობერნაიში (საფრანგეთი) იმართება და მასზე უნივერსიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის  სტუდენტების გუნდი თამთა შამათავას, იოსებ ედიშერაშვილის და ანა ცქიფურიშვილის შემადგენლობით. გუნდი მომზადდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით, პროფესორებისა და დოქტორანტების უშუალო ჩართულობით.

წარმატებებს ვუსურვებთ გუნდს მომავალ შეჯიბრებებში!

სხვა სტატიები »