ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
1 თებერვალი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივას შეუერთდნენ და მწერალ ბესო სოლომანაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.

მწერალ და რეჟისორ ბესო სოლომანაშვილთან შეხვედრა  თსუ წიგნის მაღაზიის ორგანიზებით  გაიმართა. 

1 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ინიციატორია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომლის ორგანიზებითაც წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საქართველოში უკვე მესამედ აღინიშნება და არაერთ ღონისძიებას მოიცავს.

გალერეა
სხვა სტატიები »