ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კერძო კომპანიებს შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კერძო კომპანიებს შორის
24 იანვარი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რამდენიმე წარმატებულ კერძო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ბანკს, UGT-ს, OK GROUP-ს, ნიკორა თრეიდს, თეგეტა მოტორსსა და ფინკა ბანკთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

თანამშრომლობა კერძო კომპანიების მხრიდან თსუ სტუდენტებისა და კურსდამთვრებულთათვის ვაკანსიების, სტაჟირებისა და პროფესიული განვითრების სხვა შესაძლებლობების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დამსაქმებლისათვის საინტერესო სამიზნე კატეგორიებისათვის ინფორმაციის ეფექტურად და დროულად მიწოდებას, მის დახმარებას სტუდენტების ინფორმირებაში, სტუდენტებთან შეხვედრის ორგანიზებასა და სხვა სახის კომუნიკაციაში. დამსაქმებელი კი გაუზიარებს უნივერსიტეტს ყველანაირ ინფორმაციას კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობასთან, ამ თანამშრომლობის საფუძველზე დასაქმებულ თუ სტაჟირებაზე აყვანილ თსუ სტუდენტებთან დაკავშირებით.

მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დამატებით შესაძლებლობას იძლევა.
სხვა სტატიები »