ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური კრებულის - „პოსტმოდერნისტული კომბლე“ პრეზენტაცია

სტუდენტური კრებულის - „პოსტმოდერნისტული კომბლე“ პრეზენტაცია
18 იანვარი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კრებულის - „პოსტმოდერნისტული „კომბლე” - პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულმა გააერთიანა სტუდენტთა ორიგინალური თხზულებები, რომლებიც პოსტმოდერნისტულ ყაიდაზეა შექმნილი და ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. ამ იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობა გაჩნდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საფეხურზე, სალექციო კურსის, „კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტების“ ფარგლებში. აღნიშნული ფაქტით შეიქმნა პრეცედენტი სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზით მიღებული პროდუქტის რეალიზებისა.


სხვა სტატიები »