ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის

 მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის
29 დეკემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, თეიმურაზ ბერიძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად თოთხმეტმა უმაღლესმა სასწავლებელმა მოაწერა ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების თანახმად მხარეები ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას, სტუდენტების სხვადასხვა პროექტებში და კვლევებში ჩართულობას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მიზანია თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების ბაზრის შესწავლა.



სხვა სტატიები »