ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში

კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში
6 ნოემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის  ეკონომიკის ეროვნული  უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი თსუ-სა და კიევის ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელი რექტორებმა: გიორგი შარვაშიძემ და დმიტრო ლუკიანენკომ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დმიტრო ლუკიანენკომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია „გლობალური ეკონომიკა: იმპერატივები და ასიმეტრიები.“

სხვა სტატიები »