ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს ბაზაზე მომზადებული გადაცემა ,,უნი-ვერსია” რეგიონულ ტელევიზიებში გავა

თსუ-ს ბაზაზე მომზადებული გადაცემა ,,უნი-ვერსია” რეგიონულ ტელევიზიებში გავა
12 ოქტომბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია-ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი - ,,უნი-ვერსია” 14 ოქტომბრიდან საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხებით გავა და თსუ-ს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ამის თაობაზე ჯერ კიდევ ივლისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის, რომელსაც თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა მოაწერეს ხელი. შეთანხმებისამებრ, უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული გადაცემები (,,უნი-ვერსია”) განთავსდება ტელეკომპანიებში:,,რიონი”, ,,TV გურია”, ,,მეცხრე ტალღა”, ,,დია”, ,,ფარვანა”, მარნეული TV”, ,,გურჯაანი TV”, ,,ჯიხა TV”, ,,TV 25”, ,,ოდიში”, ,,ეგრისი TV”, ,,არგო TV”.

გადაცემათა ციკლის ეთერში განთავსებისთვის მზაობას აცხადებენ, ასევე, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, გურიის, ფოთის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ის არხებიც, რომლებიც  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები აღარ არიან.  ასევე, მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში. სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები. ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში.


სხვა სტატიები »