ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ვორქშოფი „მოქალაქეების მომავალი-ევროპის მომავალი“

ვორქშოფი „მოქალაქეების მომავალი-ევროპის მომავალი“
12 ოქტომბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ორდღიან საერთაშორისო ვორქშოფში „მოქალაქეების მომავალი - ევროპის მომავალი“ მონაწილეობენ, რომელიც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიხსნა.  

ღონისძიებას საერთაშორისო მოძრაობა „ევროპის სულისთვის” (A Soul for Europe) ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდის კავკასიის ადგილობრივ ფილიალთან-„კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიურო“, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ატარებს;

ვორქშოფებს მოდერირებას უწევს მოძრაობის „ევროპის სულისთვის“ სტრატეგიული ჯგუფის 3 უცხოელი წევრი და ერთი ადგილობრივი ექსპერტი, რომელთაც ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის ფართო გამოცდილება აქვთ.

პროექტის შედეგად მოხდება ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში; ახალგაზრდები, მათ შორის  ეთნიკური უმცირესობისების წარმომადგენლები მოისმენენ წამყვანი ევროპელი ინტელექტუალების ლექციებს; ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ევროპული კულტურული ღირებულებების შესახებ  ცნობიერების ამაღლება. ვორკშოფების შედეგად საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება ყველაზე აქტიური ახალგაზრდების შერჩევა, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მოძრაობა „ევროპის სულისთვის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ბერლინში 9-11 ნოემბერს.

ვორქშოფის ფარგლებში 14 ოქტომბერს, 11:00 საათზე  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საჯარო შეხვედრა ფართო საზოგადოების  მონაწილეობით, სადაც განიხილება ევროპის მომავლისთვის საჭირო საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.  








სხვა სტატიები »