ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"დოიჩე ველე - გერმანული ტალღის" ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი თსუ-ში

 "დოიჩე ველე - გერმანული ტალღის" ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი თსუ-ში
10 ოქტომბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "დოიჩე ველე - გერმანული ტალღის" ვიცე-პრეზიდენტმა გვიდო ბაუმჰაუერმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ახალ ტექნოლოგიებსა და მედია-მარკეტინზე საჯარო ლექცია წაიკითხა და "დოიჩე ველეს" გამოცდილება გაუზიარა .

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ  ,,დოიჩე ველე - გერმანული ტალღის" გენერალური დირექტორის მოადგილე მარკეტინგის, დისტრიბუციისა და ახალი ტექნოლოგიების საკითხებში, გვიდო ბაუმჰაუერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
სხვა სტატიები »