ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საჯარო ლექცია "ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები"

საჯარო ლექცია "ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები"
3 ოქტომბერი, 2017
ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენდოკრინული ქირურგიის კათედრის გამგემ ჰენინგ დრალემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ლექცია წაიკითხა.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მეორე ადგილზეა დიაბეტის შემდეგ, რომლითაც წელიწადში 65 მილიონი ადამიანი ავადდება. პროფესორი დრალე იმ ქირურგიული მეთოდის ავტორია, რომელიც დღეისათვის სულ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, ისრაელში, ინგლისში, აშშ-ში, საქართველოში.

ლექციას თბილისის სხვადასხვა კლინიკების მოქმედი ქირურგები და ენდოკრინოლოგები დაესწრნენ.

ლექციის შემდეგ ჰენინგ დრალესა და თსუ-ის რექტორის მოადგილეს მიხეილ ჩხენკელს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესენის უნივერსიტეტის ენდოკრინული ქირურგიის კათედრაზე ქართველი სტუდენტების მიერ პრაქტიკის გავლის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სხვა სტატიები »