ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ელექტრონული ლექსიკონებისა და მონოგრაფიის პრეზენტაცია

ელექტრონული ლექსიკონებისა და მონოგრაფიის პრეზენტაცია
2 ოქტომბერი, 2017
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლეში "ქართული ენის სიტყვათშემოკლებათა ელექტრონული ლექსიკონის"; მონოგრაფიის "სახელმწიფო ენის ოფიციალურ-საქმიანი სფერო-საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი"; კრებსითი დიალექტოლოგიური ელექტრონული ლექსიკონის - პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული ელექტრონული ლექსიკონები და მონოგრაფია დამუშავდა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ლექსიკონები თავისი მნიშვნელობით დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენელბს, სტუდენტებს, ისე ნებისმიერ საჯარო მოხელეს, პოლიტიკოსაა თუ უბრალოდ საკითხით დაინტერესებულ პირებს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ლექსიკონთა მოხმარების წესები; ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ შექმნილი აბრევიატურები თუ სიტყვათშემოკლებანი და მათი მართლწერის ახლად შემუშავებული წესები; ასევე, რეკლამის ენის თავისებურებანი, საქმისწარმოების პრინციპები, რომლებიც დაეხმარება ყველა სახელმწიფო დაწესებულებას ენის მართებულად ფუნქციონირებაში. კრებსითი დიალექტოლოგიური ელექტრონული ლექსიკონი წარმოაჩენს ქართული ენის დიალექტთა მრავალფეროვნებასა და სტრუქტურას.
სხვა სტატიები »