ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე
2 ოქტომბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე გაიმართა.

ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და  COST ასოციაციის ხელშეწყობით ჩატარდა.

საინფორმაციო დღეს COST ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი ინგა დადეშიძე უძღვებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია COST actions-ით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამა – COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და მათი სამეცნიერო გამორჩეულობის დამკვიდრებას COST აქციების გზით, სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით. COST Actions მკვლევრებს ხელს უწყობს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში, ასევე ჰორიზონტი 2020 პროგრამით გამოცხადებული კონკურსებისთვის ძლიერი კონსორციუმის შექმნაში.
სხვა სტატიები »