ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"მცირე დავების მედიაციის პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის"

"მცირე დავების მედიაციის პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის"
29 სექტემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება -"მცირე დავების მედიაციის პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის" გაიმართა.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გამოვიდა.

მცირე დავების კონცეფციისა და განვითარების სავარაუდო საფეხურების შესახებ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა გიორგი ცერცვაძემ ისაუბრა.

ღონისძიებას გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს კანონის განვითარების პროგრამის (PROLog), საქართველოში აშშ-ის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლო მედიატორთა ასოციაციის, საქართველოში იურიდულ ფირმათა ასოციაციის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს, თსუ დავის ალტერნატიული  გადაწყვეტის ცენტრის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სხვა სტატიები »