ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე
27 სექტემბერი, 2017
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების პრეზენტაციები და ანგარიშები; ინფორმაცია მიმდინარე და უკანასკნელ პერიოდში დასრულებული პროექტების შესახებ; პერსონალის მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, ორიგინალურ ლიტერატურასთან ერთად წარმოდგენილი იყო ნათარგმნი სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა; ასევე მოეწყო საგამოფენო მაგიდები, რომლებზეც განთავსდა ინსიტუტების ბუკლეტები და წიგნები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ პერსონალისგან მიეღოთ.
სხვა სტატიები »