ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს რეიტინგული პირველკურსელები

11 სექტემბერი, 2017
ქეთევან არჩვაძე, იურიდიული ფაკულტეტი 

უნივერსიტეტის არჩევაზე არც მიფიქრია, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, თუ სამართალს ავირჩევდი, აუცილებლად აქ უნდა მესწავლა.   საინტერესო სტუდენტური ცხოვრების მოლოდინი მაქვს და მჯერა, რომ უნივერსიტეტი ამას უზრუნველყოფს. იმედი მაქვს, ბევრ მნიშვნელოვან პროექტში მივიღებ მონაწილეობას და მოვახერხებ ჩემი უნარების რეალიზებას. იყო თსუ-ს სტუდენტი - ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა პასუხისმგებლობა ორმაგდება, როცა ყველაზე მაგარი ფაკულტეტის ყველაზე რეიტინგული სტუდენტი გქვია. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა და ამავდროულად სტიმული იმისა, რომ მეტი მოვითხოვო საკუთარი თავისგან.

მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ მიზნების მისაღწევად დიდი შრომა მოუწევთ. მაგრამ სასურველი შედეგის ნახვა ამად ნამდვილად ღირს. ეს არამარტო თქვენი, არამედ ყველა იმ ადამიანის წარმატებაა, ვისაც თქვენი სჯეროდა და ამ შედეგში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა. თუმცა ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ვინაიდან თავად ქმნით საკუთარ მომავალს და თქვენი შედეგები პირდაპირპროპორციულია იმისა, რასაც გააკეთებთ არამარტო ბოლო ერთი ან ორი, არამედ მთელი თორმეტი წლის მანძილზე. მერწმუნეთ, თქვენი შრომა ნამდვილად დაფასდება!
  
სხვა სტატიები »