ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ-ს რეიტინგული პირველკურსელები

11 სექტემბერი, 2017
სოფიო ჯოჯუა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოფიო ფსიქოლოგიით განსაკუთრებით სკოლის ბოლო წლებში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საჯარო ლექციას დაესწრო და ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებს გაეცნო. მისთვის ყველაზე საინტერესო სფეროს საფუძვლიანად შესწავლა სოფიომ თსუ-ში გადაწყვიტა და ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი გახდა. "ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი, ალტრუისტული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ჩემი აზრით, ფსიქოლოგიის ყველაზე დახვეწილი ინსტიტუტი დღესდღეობით საქართველოში თსუ-ს აქვს და ვფიქრობ, სახელმწიფო უნივერსიტეტი მომცემს საშუალებას, საფუძვლიანად შევისწავლო ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფერო. გარდა ამისა, თსუ-ს მრავალი გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგის სახელი უკავშირდება და ამიტომ ჩემთვის აქ ჩაბარება განსაკუთრებით სასურველი იყო.

თავიდან არ მეგონა, ფაკულტეტზე ყველაზე რეიტინგული სტუდენტი თუ გავხდებოდი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ დამიფასდა შრომა და შევძელი, გამომევლინა საკუთარ შესაძლებლობათა მაქსიმუმი და ჩემთვის საამაყო შედეგი მეჩვენებინა. ბოლო წელი საკმაოდ დამღლელი და სტრესული აღმოჩნდა. მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დროის სწორად განაწილებაა. აუცილებელია, ყოველთვის გამოყენო დრო დასვენებისთვის, განტვირთვისა და გართობისთვის და, რაც მთავარია, ყოველთვის გამოძინებულები იყვნენ."



სხვა სტატიები »