ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს რეიტინგული პირველკურსელები

11 სექტემბერი, 2017
თამარ ტაბატაძე, მედიცინის ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტის თამარ ტაბატაძის აზრით, მედიცინის დარგში წარმატების მისაღწევად დაუღალავი შრომაა საჭირო. ფიქრობს, რომ თსუ მისცემს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც დაეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. "სამომავლოდ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩამოვყალიბდე პროფესიონალ ექიმად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული და საინტერესო გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ მედიცინის დარგში დაუღალავი შრომით მივაღწევ წარმატებას და გამოვადგები ჩემს ერს. თსუ ამიერკავკასიაში საუკეთესო უნივერსიტეტია, წელს მას 100 წელი უსრულდება დაარსებიდან, რაც უთუოდ მის უნიკალურობაზე მეტყველებს. მიმაჩნია, რომ თსუ მომცემს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ფაკულტეტზე ყველაზე რეიტინგული სტუდენტი ხარ. ეს მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს და მოტივაციას მიმაღლებს.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ გამოიჩინონ ნებისყოფა, შეინარჩუნონ სულიერი სიმტკიცე და იშრომონ დაუღალავად. მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი მაქსიმალური შედეგის მიღებას."

სხვა სტატიები »