ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს რეიტინგული პირველკურსელები

11 სექტემბერი, 2017
ნინო გეგენავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ნინო გეგენავა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს ფილოსოფიის მეცნიერებებში ხედავს. თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტი, მისი აზრით, ერთადერთია, სადაც ღირებულ განათლებას მიიღებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დღევანდელ დღეს ,ჩემი აზრით, ერთადერთია, რომელსაც შეუძლია,მოგცეს ღირებული განთლება ქართულ უნივერსიტეტებს შორის. გარდა ამისა, თსუ თავისი ასწლიანი ისტორიით, ფაქტობრივად, კულტურული ძეგლია და მინდა, თავს მის ნაწილად ვთვლიდე. ვიცი, რომ ყველაფერი იდეალურად არაა, თუმცა გამოსწორება არასდროსაა შეუძლებელი ან გვიანი.

ამ წუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რისი მოცემა შეუძლია ჩემთვის ფილოსოფიას. მინდა, მაქსიმალურად ბევრი რამ გამოვცადო ამ 4 წელიწადში და ვნახო, რა შემიძლია, რა გამომდის და რა მიყვარს. ამის მიხედვით გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე შემდეგ“.

სხვა სტატიები »