ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს რეიტინგული პირველკურსელები

11 სექტემბერი, 2017
ანა ბაიაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მეორედ გახდა. 2 წლის წინ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ახლა უკვე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელია.

„ჩემს შემთხვევაში თსუ-ზე არჩევანი არა სხვა სტუდენტებისაგან მიღებულმა რჩევებმა, არამედ - საკუთარმა გამოცდილებამ განაპირობა. იურიდიულ ფაკულტეტზე 2 წლიანმა სწავლამ დამანახა, რომ თსუ-ში საუკეთესო განათლების მისაღებად შესაფერისი გარემოა შექმნილი. საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები, ობიექტური და მკაცრი გამოცდები, მაღალი კონკურენცია - ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამოც მეორე ჯერზეც არჩევანი კვლავ თსუ-ზე შევაჩერე.

უზომოდ გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ რეიტინგში პირველი ადგილი მეკავა. თუმცა, ალბათ გახარებულზე მეტად გაოცებული ვიყავი. ორი საკმაოდ რთული პროფესიის ერთდროულად დაუფლება მარტივი ნამდვილად არ იქნება... მომავალში, პროფესიულ საქმიანობაში ამ ორი მიმართულების ერთმანეთთან დაკავშირების სხვადასხვა ვარიანტი მაქვს წარმოდგენილი“.


სხვა სტატიები »