ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის საშემოდგომო სკოლა - პრაქტიკული კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის საშემოდგომო სკოლა - პრაქტიკული კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის
7 სექტემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული სკოლის მოსწავლეებისთვის საშემოდგომო სკოლა -"პრაქტიკული კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის" მიმდინარეობს (6-9 სექტემბერი).

სკოლის ფარგლებში ჩატარებული ლექციები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ კვლევის მეთოდებს, დაეუფლონ სამეცნიერო სტატიის წერისა და პრეზენტაციის მომზადების უნარ-ჩვევებს, გაეცნონ პროექტის წერის ძირითად საფეხურებს.
სხვა სტატიები »