ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის
30 ივნისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელმა არჩილ ცინცაძემ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები, თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.   

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ტურიზმი, როგორც სფერო, ძალიან სწრაფად ვითარდება საქართველოში და უნივერსიტეტი მიესალმება ყველა იმ ინოვაციას, რომელიც არის ტურისტულ ინდუსტრიაში. „აუცილებელია, რომ პროფესიული მომზადება და გადამზადება დაკავშირებული იყოს უმაღლეს სკოლასთან. ეს არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, და გავაფორმეთ მემორანდუმი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლასთან, ვფიქრობთ, უფრო მაღალ საფეხურზე, ბაკალავრიტის და მაგისტრატურის საფეხურზე დავიწყოთ თანამშრომლობა ჩვენს ფრანგ კოლეგებთან; ლიონი 2 ლუმიერის უნივერსიტეტთან დავამუშავებთ ერთობლივ პროგრამებს. თუ ტურიზმის დარგში პროფესიული განათლება, შემდგომში გადაიზრდება სრულ საუნივერსიტეტო განათლებად, იქნება ძალიან კარგი“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ეს მემორანდუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სკოლისთვის, რადგანაც უნივერსიტეტი არის ძლიერი სტრუქტურა, რომელთან თანამშრომლობა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს უფრო გავზარდოთ ჩვენი აქტივობა. ჩვენ ისედაც აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს მთიან რეგიონებში, გვაქვს აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მაგრამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გადაგვიყვანს სრულიად სხვა ეტაპზე, რადგანაც ის ბაზა, რომელიც აქვს უნივერსიტეტს თავისი სასწავლო ცენტრებით, ლაბორატორიებით, თავისი გამოცდილებით არის სულ სხვა დონის და სულ სხვა მასშტაბის,“-განაცხადა ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელმა არჩილ ცინცაძემ.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს და ღონისძიებებს, ასევე ერთობლივ სასწავლო პროგრამებს.


სხვა სტატიები »