ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჰანს ტიმმერის საჯარო ლექცია "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”

ჰანს ტიმმერის საჯარო ლექცია "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”
11 მაისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა ჰანს ტიმმერმა საჯარო ლექცია "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში” წაიკითხა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, დაინტერესებული მსმენელები დაესწრნენ.

„ეს არის შეხვედრა, რომელში მონაწილობითაც ძალიან მოხარული ვარ. შეხვედრები თსუ-ში, განსაკუთრებით სტუდენტებთან, რომლებიც მომავალი თაობაა ყოველთვის საინტერესოა. არის  ბევრი კითხვა, დებატი, რაც ძალზე აუცილებელია, რადგან რეალურად არავის აქვს პასუხი ყველა კითხვაზე. და ფაქტია, რომ საამისოდ ჩვენ კიდევ უფრო მეტი დისკუსია გვჭირდება“ - განაცხადა ჰანს ტიმმერმა.

თსუ სტუდენტის ნინო ლობჟანიძის თქმით, შეხვედრაზე ჰანს ტიმმერმა ისაუბრა ახალი ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს როლზე, რამდენად შეუძლია საქართველოს შედარებითი უპირატესობის მოპოვება და შეუძლია თუ არა გახდეს ამ მომსახურების მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე. „ჰანს ტიმმერის ინფორმაციით საქართველო სხვადასხვა კუთხით წინ წავიდა, რასაც რეიტინგებიც ადასტურებს. მისი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო  იყო და  ვფიქრობ, მისი მოსაზრებები გასათვალისწინებელია“,-აღნიშნა სტუდენტმა.

ჰანს ტიმმერი 2013 წლიდან მსოფლიო ბანკის რეგიონის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარი ეკონომისტია. იგი იყო მსოფლიო ბანკის განვითარების პერსპექტივების ჯგუფის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, ჯგუფმა წარმოადგინა მსოფლიო ბანკის წლიური ფლაგმანი ანგარიშები, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები და გლობალური მონიტორინგის ანგარიში, მონიტორინგისა და პროგნოზირების პუბლიკაციების ფართო სპექტრი, გლობალური განვითარების ფინანსების ჩათვლით. მას დიდი გამოცდილება აქვს ევროპის კომისიებთან მუშაობის, ასევე ორგანიზაციებთან - „მთავრობათაშორისი პანელი კლიმატის ცვლილები“ (IPCC), „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია” (OECD), ასევე ინდოეთის დაგეგმვის კომისიაში და სოციალური მეცნიერებების ჩინურ აკადემიაში მუშაობისა. იგი ფლობს როტრდამის ერასმუს უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის მაგისტრის დიპლომს, ასევე იყო პოლონეთისა და ჰოლანდიის ეკონომიკური ინსტიტუტის მკვლევარი.

სხვა სტატიები »