ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო
28 მარტი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.  საღამოზე ისაუბრეს პირველი დიდი ქართველი ლირიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე, რომელმაც ქართულ პოეზიაში პირველმა შემოიტანა ევროპული იდეები და მოგვევლინა, როგორც ნამდვილი მოდერნული პოეტი.

როგორც ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ  გენიალური ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის კათედრის პროფესორებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი თეატრალიზებული საღამო.
ღონისძიების ორგანიზატორის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის  ნანა გუნცაძის თქმით,  შეხვედრის ფრანკოფონულ საზოგადოებასთან ერთად  ჩატარების ერთ-ერთი მიზანი  იყო საფრანგეთის საუკეთესო მთარგმნელების დაინტერესება ბარათაშვილის პოეზიის და შემოქმედების თარგმანით. 

„წელს 4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი სრულდება. სამწუხაროდ საქართველოდან არ მიუმართავთ იუნესკოსთვის, რათა 2017 წელი ბარათაშვილის წლად გამოეცხადებინათ.  გადავწყვიტეთ, ერთი ლიტერატურული საღამო ამ თარიღისთვის მიგვეძღვნა, რათა ბიძგი მივცეთ ოფიციალური გამოცხადების გარეშე, ბარათაშვილის დღეების დაწყებას საქართველოში“ , - განაცხადა ნანა გუნცაძემ.

სხვა სტატიები »