ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ევროპიდან ევროპისკენ - საქართველო ვიზალიბერალიზაციის გზაზე

ევროპიდან ევროპისკენ - საქართველო ვიზალიბერალიზაციის გზაზე
30 მარტი, 2017
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმავალ მგზავრთა პირველ ნაკადს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები და მეცნიერები შეუერთდნენ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად სიმბოლური ვიზიტით 28 მარტს უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს - ათენს და ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია. “საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელეთ. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება,” - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე,” რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი-ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა, ბრიუსელში კი ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეწვია.
სხვა სტატიები »