„ვისწავლოთ ქართული“ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად
26 დეკემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები უკვე წელიწადზე მეტია ძალიან საინტერესო ინიციატივაში არიან ჩართული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტის „ვისწავლოთ ქართული~ განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა ყველა მსურველს სთავაზობს სახელმწიფო ენის შესწავლას.
2016 წელს „ვისწავლოთ ქართულს“ დაემატა ახალი ელემენტი _ საქართველოს კონსტიტუციის საფუძვლები, კერძოდ ყურადღება გამახვილებული იყო ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებზე. სწავლებაც, შესაბამისად, გახდა ორსაფეხურიანი.
პროექტი განხორციელდა სამი რეგიონის (ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი), 9 მუნიციპალიტეტის (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, საგარეჯო, ლაგოდეხი), 73 სოფელში, სადაც 5000–ზე მეტი მსმენელია.
პირველივე ეტაპზე ამ პროგრამისთვის შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო (შემდგენელი თსუ ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია), პრაქტიკული სავარჯიშოებითა და დიალოგის ხასიათის ტექსტებით, რომელიც მსმენელებს ყოველდღიურ საუბარში გამოადგებათ.
„ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია სახელმწიფო ენის შესწავლა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ჯეროვნად ვერ ფლობს ქართულ ენას. ეს შესაძლებლობა უნდა იქმნებოდეს არა მხოლოდ სკოლამდელ ბავშვებში, სკოლის მოსწავლეებში ან სტუდენტებში, არამედ ყველა მსურველისათვის. ჩვენი პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, _ ამბობს პროექტის „ვისწავლოთ ქართულის“ კოორდინატორი, თსუ პროფესორი ეკატერინე კობახიძე.
პროექტის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე საუბრობს პროექტის ერთ-ერთი მსმენელი გარდაბნის რაიონიდან, აიგიუნ მამედოვა: `მე ფარმაცევტი ვარ და ჩემი საქმიანობისთვის ძალიან მჭირდებოდა ქართული ენის ცოდნა. ამ სურვილის ასრულებაში პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ დამეხმარა, უკვე მეორე საფეხური დავასრულე და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რაც მივიღე. ჩემი სურვილი იქნება ასეთი პროგრამების არსებობა, გაგრძელება, რათა უფრო მეტი ეთნიკურად არაქართველი დაეუფლოს ქართულ ენას“, _ ამბობს იგი.
ელენე ნაპირელი ახალგაზრდა მასწავლებელია. ის კვირაში ორჯერ თბილისიდან სოფელ ქოსლარში დადის, რათა თანამოქალაქეებს ქართული ენა შეასწავლოს.
„ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია სახელმწიფო ენის სწავლება, დაცვა, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერ მოქალაქესთან მარტივ და შედეგიან კომუნიკაციას. სწორედ ამიტომ, დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით, უკვე ექვსი თვეა, რაც ჩართული ვარ პროგრამაში _ „ვისწავლოთ ქართული“, რომელიც საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით სწავლებას გულისხმობს.
პროექტი იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსურველმა უფასოდ შეისწავლოს სახელმწიფო ენა და ინტეგრირდეს ერთიან ქართულ სივრცეში. გარდა ამისა, სხვა მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, ის ერთმანეთთან გვაახლოებს და გვამეგობრებს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, ადამიანები გრძნობენ, რომ სახელმწიფო მათ გვერდში უდგას და მათზე ზრუნავს.
ამ პროექტში ჩართვისთვის ძალიან დამეხმარა ის გამოცდილება, რომელიც ქართული დიალექტური კორპუსის საშუალებით ქართული ენის სწავლებამ (საინგილოსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან) შემძინა. შემდეგ იყო რამდენიმე ლექცია სომხურ და აზერბაიჯანულ მოსამზადებელ ჯგუფებთან. სწორედ ამან განაპირობა, რომ დღეს ერთ-ერთი მასწავლებელი ვარ და თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ქოსალარში, მაია ბარიხაშვილთან ერთად, ქართულ ენას ვასწავლი. სკოლაში მისულს ცოდნით ანთებული თვალები რომ შემომეგებება, ყველანაირი დაღლა მაშინვე მავიწყდება და ენერგიით მავსებს.
პროექტმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შემძინა; გამაცნო და დამაახლოვა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, გავიგე, რით ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ, რა სჭირდებათ, რა აინტერესებთ, რა სურთ... ოჯახის წევრებივით გვაღელვებს მათი ცუდი და კარგი, ეს ასეც უნდა იყოს, ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯახის _ საქართველოს შვილები ვართ. ეს ყველაფერი კი პროგრამის ძალიან დიდი დამსახურებაა. ასევე, პროექტის არაჩვეულებრივი ორგანიზატორების _ ნინო ჯორბენაძისა და ეკა კობახიძის, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას და ყოველთვის ჩვენ გვერდით დგანან“, _ აცხადებს ელენე ჩვენთან საუბარში.
17 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „ვისწავლოთ ქართული~ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. წარმატებულ მსმენელებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის შესახებ გადაღებული ფილმი და სწავლების პროცესის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა.