ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„დაურგე ხე შენს უნივერსიტეტს!” –გამწვანების აქცია თსუ-ს მაღლივ კორპუსთან

„დაურგე ხე შენს უნივერსიტეტს!” –გამწვანების აქცია თსუ-ს მაღლივ კორპუსთან
9 ნოემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  გამწვანების აქცია  „დაურგე ხე შენს უნივერსიტეტს“ გაიმართა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თსუ სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  100 ძირი კვიპაროსისა და მთის ნეკერჩხლის ნერგები მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს.   
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ ერთი საქმეა  ხეების დარგვა და მეორე საქმე - ამ ხეების მოვლა და ზრუნვა იმაზე, რომ გაიზარდონ და გაიხარონ. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ სტუდენტებთან ერთად. ძალიან გვახარებს მერიის ინიციატივა, მითუმეტეს, რომ ქალაქის მერი ამავდროულად უნივერსიტეტის პროფესორიცაა.  ვაპირებთ, რომ ყველა ჩვენს კურსამთავრებულს და ყველა ჩვენს პროფესორს მივადგებით  სხვდასხვა სახის და რანგის თხოვნებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სასწავლო-კვლევითი სივრცე და სტუდენტური გარემო.“
„ინტესიურად გრძელდება გამწვანების ღონისძიებები ქალაქის ტერიტორიაზე. ამჯერად უნივერსიტეტის  მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გავამწვანეთ  უნივერისტეტის ხელმძღვანელობასთან, პროფესურასთან, სტუდენეტებთან ერთად. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,“- აღნიშნა თბილისის მერმა, თსუ პროფესორმა დავით ნარმანიამ.
„მნიშვნელოვანია რომ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირგვება ხეები. იმიტომ, რომ ჩვენ, სტუდენტები აქ ვსწავლობთ და გვინდა, რომ სუფთა გარემოში ვისწავლოთ. იმედი მაქვს, ეს აქციები გაგრძელდება და მიიღებს მასშტაბურ ხასიათს და ხეების მოჭრა კი არა, დარგვა იქნება პრიორიტეტი სახელმწიფოში და, ზოგადად, ადამიანებისთვის,“- განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ყუბანეიშვილმა.  
გამწვანების აქცია თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა.
სხვა სტატიები »