ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ გეოგრაფიის დოქტორს ლევან ტიელიძეს წინანდლის პრემია მიენიჭა

თსუ გეოგრაფიის დოქტორს ლევან ტიელიძეს წინანდლის პრემია მიენიჭა
2 ნოემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელს, თსუ გეოგრაფიის დოქტორს ლევან ტიელიძეს წინანდლის პრემია მიენიჭა. საკონკურო ჟიურიმ მოიწონა ლევან ტიელიძის ნაშრომი „კოსმოსური სურათების და ტოპოგრაფიული რუკების გამოყენებით კავკასიონის მყინვარების კვლევა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში“.
სტატიაში მოცემულია კავკასიონის მყინვარების დინამიკა საქართველოს ფარგლებში. ცალკული მდინარეთა აუზების მიხედვით განხილულია მყინვარების რაოდენობისა და ფართობის პროცენტული და რაოდენობრივი ცვლილება 1911-1960-2014 წლებში. შესწავლილია საქართველოს მაღალმთიანი მეტეოსადგურების ჰაერის ტემპერატურული და ატმოსფერული ნალექების მსვლელობა. გამოვლენილია ის მდინარეთა აუზები სადაც მყინვარების ფართობისა და რაოდენობის შემცირების ყველაზე დიდი მაჩვენებლები ფიქსირდება და ახსნილია ამის მიზეზები.

სრული ინფორმაცია იხ. ბმულზე

სხვა სტატიები »