ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის“ კონკურსის შედეგებით ლიდერია

თსუ „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის“ კონკურსის შედეგებით ლიდერია
28 ოქტომბერი, 2016
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის“ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში დაფინანსდა 12 პროექტი. აქედან თსუ-დან ყველა უნივერსიტეტზე მეტი – 4 პროექტი; სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და კვლევითი ცენტრების მაჩვენებელი ასეთია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 1, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი – 1, კროს-კულტურული უნივერსუმი, თბილისის თავიუფალი უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1 პროექტი.
თსუ-დან წარდგენილი პროექტებიდან დაფინანსებულია: „ქართველ ებრაელთა მეტყველება ისრაელში“, „თხილი გარსები ლიფშიცი საზღვრით“, თსუ (ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი), „პროპოზიციული აღრიცხვები ტოპოლოგიისა და გეომეტრიისთვის“, „ქართულ პოპულაციაში გლუტათიონ S-ტრანსფერფაზას M1 და T1 გენების პოლიმორფოზის კავშიურის დადგენა ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებით გამოწვეულ ჰეპტოტოქსკიურობასთან“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში ასევე თსუ დოქტორანტები ლიდერობდნენ.
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2016 წლის საგრანტო კონკურსზე 231 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა, რომლიდანაც 61 მოიხსნა. დარჩენილი 170 პროექტიდან დაფინანსდა 76. დაფინანსებული პროექტებიდან 29 (38%) თსუ დოქტორანტებს ეკუთვნის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 29 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუნიშნავს სტიპენდიას, დაუფინანსებს სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.

სხვა სტატიები »