თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab – ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე
27 ოქტომბერი, 2016
ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab-ი გამოჩნდა. ლაბორატორიამ Fab Lab-ების მსოფლიო ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. Fab Lab-ების მსოფლიო ქსელის წევრობა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში განთავსებულ ლაბორატორიას საშუალებას აძლევს აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Fab Lab-ებთან, მიიღოს და გაავრცელოს ინოვაციების დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება. უნივერსიტეტის Fab Lab-ს უკვე აქვს აქტიური კომუნიკაცია დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში არსებულ სხვა Fab Lab-ებთან.
Fabrication Laboratory (FabLab) TSU – სრულიად ინოვაციური დაწესებულებაა ქართულ რეალობაში. სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც თსუ-ში თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშაონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.
ეკა ჩოხელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი: „მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მასშტაბით ამ ეტაპზე 7 "ფაბ-ლაბი" არსებობს. თსუ-ს "ფაბ-ლაბი", რომელიც ჯერ ერთი წელიც არ არის რაც ფუნქციონირებს, ვფიქრობ, ყველასგან განსხვავებულია. ის აღჭურვილია თანამედროვე და ძვირადღირებული ტექნოლოგიებით. თსუ სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ისეთი დანადგარებით, როგორებიცაა: CNC რუტერი, 3D პრინტერი, UV პრინტერი, Epilog Fusion – ლაზერული დანადგარი, 3D სკანერი, Model 150 – ფორმირების დანადგარი, 3 განზომილებიანი პრინტერი –DDual extruder.
აღნიშნული დანადგარები, სრულყოფილად უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების პრაქტიკულ რეალიზაციას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩვენს "ფაბ-ლაბს" სხვა ლაბორატორიებისგან გამოარჩევს, არის ის, რომ აქ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები, სრულიად უფასოდ ახდენენ საკუთარი იდეების პრაქტიკულ რეალიზებას. პროდუქციის დიზაინის შექმნიდან დაწყებული – პროტოტიპების წარმოებით დამთავრებული, "ფაბ-ლაბში" ყველაფრის წარმოება უსასყიდლოდ არის შესაძლებელი. აქ შექმნილია თბილი, ყურადღებიანი, კომფორტული გარემო, სადაც პროფესიონალი თანამშრომლები ყოველმხრივ ეხმარებიან აპლიკანტებს იდეების დახვეწაში და რეალური პროდუქტის შექმნაში.
"ფაბ-ლაბის" საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები თსუ-ს სტუდენტები. მათგან ყოველ კვირას არაერთი საინტერესო პროექტი შემოდის და მუშავდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს თსუ სტუდენტების წარმატება „მეიქათონის“ კონკურსში, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებას ეხებოდა და ქ. თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართა. თსუ-ს სტუდენტისგან დაკომპლექტებული გუნდების მიერ შექმნილი ორი პროექტი – ენდი ჭელიძისა და ვაჩე გუნდიშვილის ავტორობით ფინალურ ეტაპზე 15 საუკეთესოს შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდენტების არაერთმა იდეამ ფართო დაინტერესება უკვე გამოიწვია, როგორც დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან, ისე კერძო თუ სახელმწიფო ფონდებისაგან და ინვესტორებისგან.
ამასთან, "ფაბ-ლაბი" მუდმივად მუშაობს სტუდენტების ჩართულობის ამაღლების კუთხით, რისთვისაც მათთან აქტიურ რეჟიმში იმართება შეხვედრები, ვორქშოფები, პრეზენტაციები. იგეგმება სხვადასხვა კონკურსი“.
გიორგი ბენაშვილი ახალ მიღწევებზე გვესაუბრება: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Fab Lab TSU "ფაბლაბების" მსოფლიო ასოციაციაში მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაწევრიანდა. ჩვენი Fab Lab ამ ასოციაციაში საქართველოდან პირველი წევრი არ არის, თუმცა სხვა Fab Lab-ებისგან ნამდვილად გამოირჩევა იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და სამუშაო სივრცით, რომელიც თსუ სტუდენტებს და არამარტო მათ, აქ ხვდებათ.
Fab Lab-ების მსოფლიო ასოციაციის წევრობა უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი საქმიანობის მქონე ლაბორატორიების ქსელში. ასოციაცია 100-ზე მეტი ქვეყნის 960 Fab Lab-ს აერთიანებს. აღნიშნული ქსელის წევრობა, ერთი მხრივ, პრესტიჟია უნივერსიტეტისთვის, ამავე დროს კი, ეს ნიშნავს მრავალმხრივი და მდიდარი გამოცდილების მიღებას მსოფლიოს არაერთი წარმატებული ლაბორატორიისგან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ეს პროექტი ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც დაიწყო, დამატებითი გამოცდილების მიღება ნამდვილად გვჭირდება.
მიუხედავად ხანმოკლე საქმიანობისა, თსუ Fab Lab-ში უკვე არაერთ საინტერესო და ვფიქრობ, ინოვაციურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებიდან ზოგიერთი უკვე სტარტ უპ ბიზნესადაც ჩამოყალიბდა, საკუთარი კაპიტალიც მოიზიდა და უკვე დამოუკიდებლად აწარმოებენ პროდუქციას.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თბილისის მერიის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელიც ჩვენს Fab Lab-ში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა ურბანული იდეების პროტოტიპირება მთლიანად ჩვენს ბაზაზე მოახდინეს და საკმაოდ საინტერესო მაკეტებიც შექმნეს. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე მათგანით დაინტერესდა თბილისის მერიის ხელმძღვანელობაც. ამ ეტაპზე, რამდენიმე საინტერესო პროექტი კიდევ მუშავდება, რომლებიც პროდუქციის პროტოტიპირებას ახდენენ ჩვენთან, რომ შემდეგ მისი სრულყოფა და კომერციული წარმოება დაიწყონ“. – ამბობს გიორგი.
როგორც აღვნიშნეთ, თსუ Fab Lab ღიაა ყველა მსურველისთვის – მის ბაზაზე საინტერესო იდეების მქონე სტუდენტებს, ახალგაზრდებს და უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.