ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტებს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობის დიპლომები გადასცა

თსუ სტუდენტებს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობის დიპლომები გადასცა
18 ივნისი, 2016
2016 წლის 10 ივნისს, საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები: ნინო ტაბატაძე და ნინო ინასარიძე დაჯილდოვდნენ მადლობის დიპლომებით ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აუდრონე პიტრენიენესგან.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მადლობის დიპლომები გადაეცათ ლიტვური ენის წარმატებით შესწავლისა და ლიტვა-საქართველოს კულტურულ  დაახლოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

სხვა სტატიები »